×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ბათუმის სამედიცინო აკადემია შიდა ვერიფიკაციის შეჯამება და სამოქმედო გეგმა

  • 2025-06-22 16:39:10
news image

შიდა ვერიფიკაციის ჯგუფმა დაასრულა საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფილი შეფასება (23.03.25-დან 28.05.2025-მდე). განხორციელდა ვერიფიკაციის სამივე ეტაპი, რაც მოიცავდა შეფასების ინსტრუმენტების, პროცესებისა და მტკიცებულებების დეტალურ ანალიზს. პროცესის შედეგად მომზადდა ვერიფიკაციის ანგარიში, რომელიც 19.06.2025 წარედგინა აკადემიის დირექტორს.

ვერიფიკაციის შედეგების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიულმა მასწავლებლებმა და დაინტერესებულმა პირებმა. განხილვის შედეგად მოხერხდა პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა.

დაწესებულებამ, განხილვის საფუძველზე, შეიმუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს:

  • პრობლემების აღმოფხვრისთვის განსახორციელებელ აქტივობებს;
  • განხორციელების ვადებს;
  • შესრულების ინდიკატორებს;
  • საჭირო რესურსებს.

სამოქმედო გეგმა წარმოადგენს საფუძველს ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებისთვის და უზრუნველყოფს დასკვნაში გამოვლენილი ხარვეზების სისტემურ აღმოფხვრას.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.