×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტური დასავლეთ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობით სივრცეებში.

  • 2025-09-05 10:49:16
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში განხორციელდა საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტური დასავლეთ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობით სივრცეებში. 

2025 წლის 6 ივლისს, XXIX სტუდენტური პრაქტიკული კონფერენციის დასკვნითი ნაწილის ფარგლებში, ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით გაიმართა ერთდღიანი საგანმანათლებლო ტური, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების გაცნობა და სტუდენტებისთვის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

პირველი ლოკაცია — დადიანების სასახლე, ზუგდიდი. 

კონფერენციის მონაწილეებმა მოინახულეს სამეგრელოს მთავრების ისტორიული რეზიდენცია, გაეცნენ მუზეუმში დაცულ უნიკალურ ექსპონატებსა და სასახლის არქიტექტურულ მახასიათებლებს. ვიზიტი მოიცავდა როგორც მუზეუმის ექსპოზიციას, ასევე მეფის ბაღის დათვალიერებას. 

მეორე ლოკაცია — ნოქალაქევის არქეოლოგიური ტერიტორია.

ერთ-ერთი უძველესი ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში — ნოქალაქევი, რომელიც მნიშვნელოვან ცნობებს ინახავს ანტიკური კოლხეთის კულტურისა და ისტორიის შესახებ. 

აღნიშნული ტური ხელს უწყობს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას კულტურული მემკვიდრეობისა და ქვეყნის ისტორიის საკითხებზე და აკადემიური პროცესის საგანმანათლებლო კომპონენტს პრაქტიკული ელემენტებით ამდიდრებს.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.