×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ბთუმის სამედიცინო აკადემიის 2025 წლის საშემოდგომო მიღება

  • 2025-11-03 17:41:02
news image

შპს ბთუმის სამედიცინო აკადემიის 2025 წლის, საშემოდგომო მიღება, ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულმა აპლიკანტერბმა 2025 წლის 4 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, 10.00-დან 17 საათამდე, ხელშეკრულების გაფორმებისა და პირადი საქმის გახსნის მიზნით ბათუმის სამედიცინო აკადემიის ადმინისტრაციაში (ქ.ბათუმი, ტბეთის ქ. №4, მე-6 სართული, ოთახი №617) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა. განცხადება (თუ აპლიკანტი ქმედიუუნაროა/შეზღუდული ქმედუუნარიანია, განცხადება უნდა წარმოადგინოს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა).

ბ. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ასლთან ერთად (ქმედით უუნარო) პირის შემთხვევაში ასევე მშობლის/კანონიერი წარმომადგენელის პირადობის მოწმობა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას).

გ. სრული ზოგადი განათლების მიღების დამდასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (პირმა, რომელმაც განათლება მიიღო უცხოეთში,უნდა წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარების შესახებ).

. 17 წელს მიღწეული პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი

ე. ორი ფოტოსურათი.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.