×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

გერიატრიული ასისტენტის კურსდამთავებულებისადმი სერტიფიკატების დაგაცემა

  • 2023-07-01 19:10:21
news image

            28 ივნისს ბათუმის სამედიცინო  აკადემიის სააქტო დარბაზში მოიყარეს თავი  ორთვიანი დასაქმების  სახელმწიფო  პროგრამით „გერიატრიული ასისტენტის“  კურსდამთავრებულებმა.  მათ საზეიმო ვითარებაში  გადაეცათ კურსის დამთავრების  საერთაშორისო  სერტიფიკატები.  რაც აძლევთ საშუალებას დასაქმდნენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ შესაბამის დაწესებულებებში, მოახდინონ თვითდასაქმება  ოჯახებში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა  პირველ რიგში  მსმენელებმა გაიღრმავეს  პროფესიული ცოდნა, მიიღეს  გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით. კურსდამთავრებულთ სერტიფიკატები გადასცეს და მიულოცეს  კურსის წარმატებით დასრულება აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, პროგრამის ხელმძღვანელმა ინგა შალამბერიძემ,  პროგრამის განმახორციელებლებმა  - მარინე ცეცხლაძემ,  მარინე კვირიკაძემ,  მანანა ჯაშიაშვილმა. თავის მხრივ , კურსდამთავრებულმა მოსარგებლეებმა   აკადემიის ადმინისტრაციულ პერსონალს , განმახორციელებელთ გადაუხადეს მადლობა სწავლის მონაკვეთში  გამოჩენილი  ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის.

დასასრულ გაიჭრა ამ დღისათვის მიძღვნილი ტორტი. კურსები განახლდება სექტემბრის თვიდან. მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნე.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.