სიახლე

უწყვეტი განათლების უკეთესი შესაძლებლობები პარტნიორობის გზით

  • 2023-12-23 16:55:04
news image

სასტუმრო „სტამბაში“ პროექტის „უწყვეტი განათლების უკეთესი შესაძლებლობები პარტნიორობის გზით (CBLLL)“ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებული შემაჯამებელი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა თემატური ღონისძიება „ახალი კვალიფიკაციები გამაჯანსაღებელი ტურიზმის სექტორში“.

lღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით შექმნილი ახალი კვალიფიკაციებისა და მოდულების წარდგენა, კვალიფიკაციების შემუშავების პროცესის შეჯამება და დანერგვის მიმართულებით არსებული შესაძლებლობების განხილვა სექტორთან და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

lპროფესიული კვალიფიკაციების შემუშავებისა და გადამუშავების ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად, პროექტის ფარგლებში, უნარების სააგენტოს მიერ, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით შემუშავდა მასაჟის თერაპისტისა და ესთეტიკისა და კანის მოვლის სპეციალისტის პროფესიისა და საგანმანათლებლო სტანდარტები.

lკერძო სექტორისა და დარგის ექსპერტების ჩართულობით, პროექტის ფარგლებში გამაჯანსაღებელი ტურიზმისა და პერსონალური მომსახურების პროფესიული პროგრამებისთვის ასევე შემუშავდა შემუშავდა ორი ახალი მოდული - „შრომის უსაფრთხოება და ჰიგიენა“ და „პირველადი სამედიცინო დახმარება“. ????ღონისძიებაზე უნარების სააგენტომ ასევე წარმოადგინა შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის მოდულის ციფრული ვერსია, რომელიც განთავსებულია ახლადშექმნილ ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე და განკუთვნილია როგორც შესაბამისი პროგრამების მასწავლებლებისთვის, ისე სტუდენტებისთვის. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ქალბატონი შორენა უზუნაძე.